Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 492 საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი (ქვეფონდი). 1. ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდი არის ქოლგისებრი ფონდის (საინვესტიციო კომპანიის ან ერთობლივი საინვესტიციო ფონდის) დამოუკიდებელი ნაწილი, რომლის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით. საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი იურიდიული პირი არ არის. 2. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია. 3. საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან აქტივების მმართველი კომპანია, თუ იგი საინვესტიციო კომპანიამ დანიშნა. |
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 492 საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი (ქვეფონდი). . მუხლი 49-3. სეკიურიტიზაციის ფონდი 1. სეკიურიტიზაციის ფონდის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით. სეკიურიტიზაციის ფონდი არის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის. 2. სეკიურიტიზაციის ფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს მისი აქტივების მმართველი კომპანია. მუხლი 49-4. სეკიურიტიზაციის განყოფილება 1. სეკიურიტიზაციის განყოფილება არის სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (სეკიურიტიზაციის ფონდის ან სეკიურიტიზაციის კომპანიის) დამოუკიდებელი ნაწილი, რომლის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით. სეკიურიტიზაციის განყოფილება იურიდიული პირი არ არის. 2. სეკიურიტიზაციის ფონდის განყოფილებას სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია. 3. სეკიურიტიზაციის კომპანიის განყოფილებას სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს სეკიურიტიზაციის კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ან აქტივების მმართველი კომპანია, თუ იგი სეკიურიტიზაციის კომპანიამ დანიშნა. კარი მეორე გარიგებანი |