FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

article  14

საჯარო პირის ცილისწამება.
1. საჯარო პირმა, რომელიც თავს ცილისწამების ადრესატად თვლის და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელიც მას ცილისწამებად მიაჩნია, სარჩელში უნდა მიუთითოს, მის შესახებ რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს ეს განცხადება, და უნდა დაასაბუთოს, რატომ არის აღნიშნული განცხადება მოსარჩელის სახელის გამტეხი.
2. მოპასუხეს ცილისწამებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარჩელის საფუძველზე შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს არ შეიცავს.
3. მოპასუხის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ, მიუხედავად იმისა, რომ სადავო განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს, მოპასუხე განცხადების გავრცელებასთან დაკავშირებით საკუთარ  კეთილსინდისიერებას დაამტკიცებს. ამ ნორმის მიზნებისთვის კეთილსინდისიერებად ითვლება, როდესაც მოპასუხემ აღნიშნული განცხადების გავრცელებამდე შესაბამისი ინფორმაციის სისწორის გადასამოწმებლად ყველა აუცილებელი გონივრული ზომა მიიღო და ფაქტის მცდარობა მისთვის უცნობი იყო. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №825 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.