FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ზოგადი განათლების შესახებ

article  29

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროების უფლებამოსილებანი ზოგადი განათლების სფეროში.
1. აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტრო შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე:
    ა) არის ზოგადი განათლების სისტემის მართვის ძირითადი რგოლი; ზოგადი განათლების სფეროში ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას;
    ბ) უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას;
    გ) ორგანიზებას უწევს ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვას;
    დ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებთან შესაბამისობას;
    ე) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებებს;
    ვ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების წესდებებს;
    ზ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;
ზოგადი განათლების შესახებ

article  29

თ) ამ კანონითა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის უფლებამოსილებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას;
    ი) ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ზოგადი განათლების დაფინანსებას;
    კ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს;
    ლ) გასცემს თანხმობას სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლაზე; დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას მისი შვებულებიდან გამოძახების შესახებ;
    მ) სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურას; სამინისტროს წინაშე აყენებს წინადადებას მისი სამეურვეო საბჭოდან გამოწვევის თაობაზე;
ზოგადი განათლების შესახებ

article  29

ნ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;
    ო) უფლებამოსილია ამ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 41-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
    პ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის საჯარო სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას;
    ჟ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით იბარებს საჯარო სკოლის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულების, სასწავლო პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ;
    რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ზოგადი განათლების შესახებ

article  29

2. აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლების სფეროში უფლებამოსილ სამინისტროს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შექმნას, გარდაქმნას და გააუქმოს საკუთარი ტერიტორიული ორგანოები შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, დაამტკიცოს ამ ორგანოების დებულებები, თანამდებობებზე დანიშნოს და თანამდებობებიდან გაათავისუფლოს მათი უფროსები და უფროსების მოადგილეები.
3. თუ აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ საქართველოს და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროს არსებობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2014  წლის 28 ნოემბრის  კანონი №2822  - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №690 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.