Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო რეესტრის შესახებ article 155 თანამესაკუთრის/მოიჯარის უპირატესი შესყიდვის უფლების რეგისტრაცია. 1. „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, თანამესაკუთრის/მოიჯარის განცხადების საფუძველზე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უპირატესი შესყიდვის უფლება. 2. დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს დაზღვეული წერილი, რომლითაც შესაბამისი შეტყობინება გაიგზავნა, და შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დგინდება მისი ჩაბარების თარიღი, ხოლო შეტყობინების ჩაბარების სხვა წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − სათანადოდ დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტაცია. 3. თანამესაკუთრის/მოიჯარის უპირატესი შესყიდვის უფლება რეგისტრირდება შესაბამის შეტყობინებაში მითითებული ვადით, რომელიც აითვლება შეტყობინების ჩაბარების დღის მეორე დღიდან, ხოლო ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევაში − მისი გამოქვეყნების დღის მეორე დღიდან. თუ შეტყობინებით ზუსტი ვადა ვერ დგინდება, ვადად მიიჩნევა 15 კალენდარული დღე. ვადის გასვლა იწვევს აღნიშნული უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალის დაკარგვას. |
საჯარო რეესტრის შესახებ article 155 4. „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო ინფორმაციას აქვეყნებს სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე, თუ ვალდებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ შეტყობინება უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს საქართველოში არსებულ რეგისტრაციის მისამართზე არ ჩაჰბარდა, ხოლო შეტყობინების ჩაბარების სხვა წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ აღნიშნულ პირს შეტყობინება შეთანხმებული წესით არ ჩაჰბარდა. მარეგისტრირებელი ორგანო ინფორმაციას სააგენტოს ვებგვერდზე აქვეყნებს იმ შემთხვევაშიც, თუ უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირის საქართველოში არსებული რეგისტრაციის მისამართი არ დგინდება ან საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით ამ პირის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. 5. მარეგისტრირებელი ორგანო პასუხს არ აგებს დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობისა და სისწორისთვის. |