FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ტყის კოდექსი

article  22

ტყის ზედამხედველობის უფლებამოსილება.
1. ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და საქართველოს ტყის (გარდა მუნიციპალური ტყისა) დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო, ხოლო მუნიციპალური ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შექმნილი უფლებამოსილი ორგანო.
2. დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული ტყის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს აგრეთვე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო.
3. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო.