Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
იურიდიული დახმარების შესახებ article 12 საბჭოს თავმჯდომარე. 1. საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე) აირჩევა საბჭოს წევრებისგან, საბჭოს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, 1 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 2. თავმჯდომარის არჩევის, მისი უფლებამოსილების გაგრძელებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილების ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კენჭისყრაში მონაწილე ყველა წევრი. 3. თავმჯდომარე იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებს და საბჭოს სახელით შედგენილ სხვა დოკუმენტებს, საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს დებულების პროექტს. |