FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  47

დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის მესაკუთრის ფუნქციები.
1. ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად ავტორიზებული დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს:
    ა) მესამე პირებისთვის სისტემასთან დაშვების უფლების მინიჭება და ამ უფლებით სარგებლობის მართვა, მათ შორის, შესაბამისი ტარიფებისა და საფასურების ადმინისტრირება;
    ბ) გადამცემი სისტემის ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება, აგრეთვე გადამცემი სისტემის მიერ გონივრული მოთხოვნის დაკმაყოფილების გრძელვადიანი შესაძლებლობა შესაბამისი საინვესტიციო დაგეგმვის მეშვეობით. გადამცემი სისტემის განვითარებისას დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია ახალი ინფრასტრუქტურის დაგეგმვისთვის (მათ შორის, შესაბამისი ავტორიზაციის მოპოვებისთვის), მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის. ამ მიზნით იგი მოქმედებს, როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორი, ამ კანონის 51-ე და 52-ე მუხლების შესაბამისად.
2. გადამცემი სისტემის მესაკუთრე პასუხისმგებელი არ არის საინვესტიციო დაგეგმვისთვის, მესამე პირებისთვის სისტემასთან დაშვების უფლების მინიჭებისა და ამ უფლებით სარგებლობის მართვისთვის.
3. თუ ავტორიზებულია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის მესაკუთრე ვალდებულია:
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  47

ა) ითანამშრომლოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორთან და ხელი შეუწყოს მას მისი ფუნქციების შესრულებაში, მათ შორის, მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია;
    ბ) დააფინანსოს ინვესტიციები, რომელთა განხორციელებაც დამოუკიდებელმა სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის მესაკუთრესთან თანამშრომლობითა და კომისიასთან შეთანხმებით გადაწყვიტა,ან გასცეს თანხმობა სხვა დაინტერესებული პირის, მათ შორის, დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის, მიერ ამ ინვესტიციების დაფინანსების შესახებ. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ფინანსური ხელშეკრულება საჭიროებს კომისიის თანხმობას. ასეთი თანხმობის გაცემამდე კომისია კონსულტაციებს მართავს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორთან, გადამცემი სისტემის მესაკუთრესა და სხვა დაინტერესებულ პირებთან;
    გ) უზრუნველყოს გადამცემი ქსელის აქტივებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის, გარდა დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისა, დაზღვევა;
    დ) წარმოადგინოს სათანადო უზრუნველყოფა ქსელის გაფართოების დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასცა თანხმობა სხვა დაინტერესებული პირის, მათ შორის, დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის, მიერ ინვესტიციების დაფინანსებაზე.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  47

4. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის მესაკუთრის თანხმობითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით უნდა ფლობდეს გადამცემი ქსელის აქტივებს. კომისია ამტკიცებს გადამცემი სისტემის მესაკუთრესა და დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორს შორის დადებულ ხელშეკრულებას გადამცემი ქსელის აქტივების მფლობელობაში გადაცემის შესახებ, მათ შორის, სისტემის მესაკუთრის ანაზღაურებას.