Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ article 6 რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების განხილვა. 1. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირის რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადს, თანდართულ დოკუმენტებს და სხვა მასალებს წარმომადგენელი უგზავნის სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სადაც რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა აღნიშნული განაცხადები აღირიცხება მონაცემთა ერთიან ბაზაში. 2. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების განხილვა იწყება 2010 წლის 1 იანვრიდან. 3. სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი თითოეული პირის განაცხადს ცალკე იხილავს, ამასთანავე, ითვალისწინებს ოჯახის ერთიანობის პრინციპს და ერთი ოჯახის წევრთა განაცხადებს ერთობლივად იხილავს. 4. სახელმწიფო მინისტრის აპარატი დოკუმენტაციას არეგისტრირებს და შესასწავლად უგზავნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე სხვა უწყებებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ შესაბამის დასაბუთებულ დასკვნას რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ. |