Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 8 საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში. 1. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გარემოს მონიტორინგის (გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის) ორგანიზება; ბ) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; გ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის ორგანიზება; გ -1) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზონებისა და აგლომერაციების დადგენა; გ-2) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმისა და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება შესაბამის უწყებებთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით; დ) (ამოღებულია); ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. 2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „გარემოს დაცვის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. |