FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  1

კანონის მიზანი და მოქმედების სფერო.
1. ამ კანონის მიზანია:
    ა) შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები;
    ბ) დაადგინოს ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებასა და ენერგიის ტრანსპორტის მიერ მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საერთო წილის სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლები.
2. ეს კანონი ადგენს მხარდაჭერის სქემებთან, საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებს შორის სტატისტიკურ ტრანსფერებთან, საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების ერთობლივ პროექტებთან, საქართველოსა და მესამე ქვეყნების ერთობლივ პროექტებთან, წარმოშობის სერტიფიკატებთან, ადმინისტრაციულ პროცედურებთან, საინფორმაციო უზრუნველყოფასა და ტრენინგებთან,  განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიისა და ბიოგაზის ელექტროენერგეტიკულ ქსელსა და ბუნებრივი გაზის  ქსელთან დაშვებასთან დაკავშირებულ ნორმებს, აგრეთვე ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმებს.