FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  69

რეაბილიტაციის რეჟიმის მიზანი.
1. რეაბილიტაციის რეჟიმის მიზანია რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება.
2. რეაბილიტაციის გეგმა შეიძლება ითვალისწინებდეს:
    ა) მოვალის, როგორც მოქმედი საწარმოს, გადარჩენას, რის შედეგადაც კრედიტორული მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც მცირდება, ეთანხმება მის შემცირებას;
    ბ) კრედიტორთა ერთობლიობის, როგორც ერთი მთლიანობის, მიერ იმაზე უკეთესი შედეგის მიღწევას, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა მოვალის იმთავითვე გაკოტრებისას, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული კრედიტორი მინიმუმ იმდენს მიიღებს, რამდენსაც მოვალის იმთავითვე გაკოტრებისას მიიღებდა. ეს შეიძლება გულისხმობდეს მოვალის, როგორც მოქმედი საწარმოს, გადარჩენას, აგრეთვე მოვალის ან მისი ქონების მთლიან ან არსებითად მთლიან გასხვისებას ან მართვას კრედიტორების გრძელვადიანი დაკმაყოფილების მიზნით.
3. რეაბილიტაციის რეჟიმში უპირატესობა ენიჭება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეაბილიტაციის გეგმას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი მიიჩნევს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეაბილიტაციის გეგმა გონივრულად ვერ განხორციელდება.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  69

4. კრედიტორი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მინიმუმზე ნაკლებით შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაეთანხმება ამგვარ შემცირებას.