FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მეწარმეთა შესახებ

article  93

საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოს, ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების შეცილების/გასაჩივრების უფლებამოსილება და ვადები.
1. საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოს, ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება საცილოა და შეიძლება გასაჩივრდეს, თუ ის არღვევს საქართველოს კანონმდებლობის ან წესდების მოთხოვნებს. ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაუშვებელია, თუ დარღვევა არაარსებითია.
2. საერთო კრების გადაწყვეტილების შეცილების უფლება აქვთ:
    ა) საერთო კრების მონაწილე პარტნიორს, რომელიც ესწრებოდა ამ კრებას და ხმა აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცა, ხოლო სააქციო საზოგადოების შემთხვევაში − პარტნიორს, რომელმაც თავისი საწინააღმდეგო აზრი დამატებით შეიტანა საერთო კრების ოქმში ან სასამართლოს წარუდგინა იმის მტკიცებულებები, რომ მისი საწინააღმდეგო აზრი საერთო კრების ოქმში დაუსაბუთებლად არ იქნა შეტანილი;
    ბ) პარტნიორს, რომელიც საერთო კრებას არ დასწრებია, თუ მას სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ეთქვა უარი ამ კრებაზე დაშვებაზე, ან კრება დადგენილი წესების დარღვევით იქნა მოწვეული, ან/და საკითხი, რომელზედაც აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, დღის წესრიგში შეტანილი არ ყოფილა;
    გ) ხელმძღვანელ ორგანოს;
    დ) ხელმძღვანელი ორგანოს წევრს, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება მას ვალდებულებას აკისრებს ან უფლებას უზღუდავს.
მეწარმეთა შესახებ

article  93

3. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების შეცილების უფლება აქვთ პარტნიორს და ხელმძღვანელ ორგანოს/ხელმძღვანელ პირს, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, თუ ეს გადაწყვეტილება მას ვალდებულებას აკისრებს ან უფლებას უზღუდავს.
4. ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების შეცილების უფლება აქვთ პარტნიორს და სამეთვალყურეო საბჭოს, აგრეთვე სხვა ხელმძღვანელ პირს, თუ ეს გადაწყვეტილება მას ვალდებულებას აკისრებს ან უფლებას უზღუდავს და შემცილებელ პირს მხარი არ დაუჭერია ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის.
5. გადაწყვეტილების შეცილების შესახებ სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს იმ მომენტიდან 1 თვის ვადაში, როდესაც შეცილების უფლების მქონე პირმა გაიგო ან უნდა გაეგო ამ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, მაგრამ არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების დღიდან 6 თვისა, ხოლო თუ საერთო კრება კანონის ან წესდების მოთხოვნათა უხეში დარღვევით იქნა მოწვეული ან ჩატარებული − გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. გადაწყვეტილების ან ინფორმაციის დამალვის შემთხვევაში შეცილების ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც შეცილების უფლების მქონე პირისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ. გადაწყვეტილების გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.