FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  99

აკრედიტაციის ცენტრი.
1. აკრედიტაციის ცენტრი საქმიანობას ახორციელებს არაკომერციულ საწყისებზე. აკრედიტაციის ცენტრის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. აკრედიტაციის ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინებით.
3. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − განკარგულებებს.
4. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების თანახმად ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების პირველად აკრედიტაციას, აგრეთვე აკრედიტებული ორგანოების აკრედიტაციის შენარჩუნების, განმეორებითი აკრედიტაციის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, აკრედიტაციის შემცირების, შეჩერების ან გაუქმების მიზნით განსახორციელებელ სათანადო ღონისძიებებს.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  99

5. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციასთან დაკავშირებულ სამუშაოებს აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების თანახმად ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, რომლის ოდენობასა და განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
6. აკრედიტაციის ცენტრი საჭიროების შემთხვევაში ქმნის სექტორულ ტექნიკურ კომიტეტებს, რომლებიც აკრედიტაციის ცენტრს რეკომენდაციების გაცემით/წინადადებების წარდგენით უწევენ კონსულტაციას სპეციფიკური ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად.
7. აკრედიტაციის ცენტრი დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების თანახმად განიხილავს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ან აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივარს.
8. აკრედიტაციის ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. აღნიშნული სამინისტრო უფლებამოსილია გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  99

9. აკრედიტაციის ცენტრი ამზადებს თავისი საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს და მას წარუდგენს აკრედიტაციის ეროვნულ საბჭოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს ამ ანგარიშის დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომობას.
10. აკრედიტაციის ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
    ა) წარმოადგენს საქართველოს შესაბამის საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებში;
    ბ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების აკრედიტაციის ორგანოებთან.
11. აკრედიტაციის ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად და მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
12. აკრედიტაციის ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
    ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
    ბ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის (ამ საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა) სახით მიღებული შემოსავალი, მათ შორის: ბ.ა) აკრედიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელებით მიღებული შემოსავალი; ბ.ბ) დაინტერესებული პირისთვის ხელშეკრულების საფუძველზე სწავლების/ტრენინგის ჩატარებით მიღებული შემოსავალი; ბ.გ) კონფერენციის ორგანიზებით მიღებული შემოსავალი;