Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ article 10 შრომითი ურთიერთობა, სოციალური დაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა. 1. ინვესტორს უცხოელის სამუშაოზე მიღების უფლება აქვს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. უცხოელს, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში, გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების გადახდის შემდეგ აქვს მის მიერ მიღებული შემოსავლების საზღვარგარეთ დაუყოვნებელი და შეუფერხებელი გადაყვანის ან გატანის უფლება. 2. არ შეიძლება დაწესდეს საწარმოს ხელმძღვანელ ორგანოებში სავალდებულოდ ასარჩევ ან დასანიშნ საქართველოს მოქალაქეთა აუცილებელი მინიმალური რიცხვი. 3. მუშაკთა სოციალური დაზღვევის, სოციალური და საპენსიო უზრუნველყოფისთვის აუცილებელი გადასახადებისა და შენატანების გადახდის შესახებ კანონის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ უცხოელ მუშაკებზე, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში. |