Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 1172 საქორწინო ხელშეკრულება. 1. მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. 2. საქორწინო ხელშეკრულება ქორწინების რეგისტრაციამდე უნდა დაიდოს, თუ ერთ-ერთი მეუღლე მაინც მხარდაჭერის მიმღებია. საქორწინო ხელშეკრულების დადების პროცესში აუცილებელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, აგრეთვე მხარდამჭერის ჩაბმა იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრულია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით. 3. მხარდაჭერის მიმღებთან დადებული საქორწინო ხელშეკრულების შესრულებისას მხარდამჭერის მიერ თავისი მოვალეობების განხორციელებაზე ზედამხედველობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. 4. მხარდაჭერის მიმღებთან დადებული საქორწინო ხელშეკრულება იმაზე მეტად არ უნდა ზღუდავდეს მის ქონებრივ უფლებებს, ვიდრე ეს განსაზღვრულია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით. 5. თუ საქორწინო ხელშეკრულება მხარდამჭერსა და მხარდაჭერის მიმღებს შორის იდება, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღებს მისი დადების პროცესში დროებით მხარდამჭერად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს უნიშნავს. |