FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  41

სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცალკეულ ფუნქციებს ასრულებს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მეშვეობით, რომლის საქმიანობის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევა, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საოპერაციო პროცედურების განხორციელება, მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, მეხანძრე-მაშველთა მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უზრუნველყოფა, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების ხელშეწყობა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
11. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოში ფიზიკური/იურიდიული პირისთვის პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის გაცემას და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს.
12. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის გაცემის საფასურია:
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  41

ა) 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემის შემთხვევაში − 500 ლარი;
    ბ) 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემის შემთხვევაში − 1 000 ლარი.
2. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი და ამავე სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.