Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 109 კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა. 1. კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი 10 დღის ვადაში განიხილავს მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისთვის მოსამზადებლად. წამყვანი კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ კანონპროექტი ამ რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით ეგზავნება პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. 2. პარლამენტის პლენარული სხდომისთვის მესამე მოსმენით განსახილველად წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომიტეტის მიერ მომზადებული, მეორე მოსმენით კენჭისყრის შედეგად გათვალისწინებული შენიშვნების ფურცელი, აგრეთვე წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნები. 3. მესამე მოსმენისას კანონპროექტს წარადგენს მომხსენებელი, რომელსაც პარლამენტის წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეიძლება მისცენ რედაქციული შენიშვნები. რედაქციული შენიშვნებისთვის თითოეული გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამასთანავე, პირი ერთსა და იმავე საკითხზე შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 109 4. გამოსვლების დასრულების შემდეგ რედაქციულ შენიშვნებზე პასუხისთვის სიტყვით გამოდის კანონპროექტზე მომხსენებელი. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე კანონპროექტის განხილვას დასრულებულად მიიჩნევს. 5. მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისთვის გადადებული მუხლები კენჭისყრაზე ცალკე დგება. შესაძლებელია კანონპროექტის მიღება ამ მუხლების გარეშე, თუ ისინი არ არის კანონპროექტის პრინციპული დებულებები. 6. მესამე მოსმენით კენჭისყრის წინ სავალდებულოა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტის დარიგება, რომელშიც ასახულია მესამე მოსმენისას გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნები. აღნიშნული ვარიანტის თავფურცელი ვიზირებული უნდა იყოს კანონპროექტზე მომხსენებლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის, წამყვანი კომიტეტის აპარატის კანონპროექტზე პასუხისმგებელი პირისა და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ. 7. მესამე მოსმენისას კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტს მთლიანად ეყრება კენჭი. დაუშვებელია მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტში რაიმე შესწორების შეტანა. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 109 8. კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიუღებლობის შესახებ. ჩავარდნილ კანონპროექტზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი წესი. 9. მეორე ან მესამე მოსმენისას უარყოფილ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს მისი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის შემთხვევაში. |