FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  29

არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვაზე/საპროცესო მოქმედებაზე დასწრების უფლების მქონე პირები.
1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება.
11. დახურულ სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს, მოწმის/დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, ესწრება პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.
2. არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებას ესწრება მისი კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში − აგრეთვე არასრულწლოვნის ადვოკატი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
21. არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით ჩასატარებელ საპროცესო მოქმედებას, არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  29

22. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე − ბრალდების მხარე უზრუნველყოფს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და საპროცესო მოქმედების დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
3. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.