Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
იურიდიული დახმარების შესახებ article 121 საბჭოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები. 1. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; გ) თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა; გ-1) თუ იგი სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) ზედიზედ სამჯერ არასაპატიო მიზეზით საბჭოს სხდომებზე დაუსწრებლობის შემთხვევაში; ე) გარდაცვალების შემთხვევაში; ვ) თუ იგი დაინიშნა მოსამართლედ ან პროკურორად; ზ) თუ იგი არის თანამდებობრივად გამწესებული საბჭოს წევრი და მას შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება; თ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ -1“, „დ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საბჭო ცნობად იღებს, რის შედეგადაც საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3368 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. |