Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების
ხელშეწყობის შესახებ article 2 ტერმინთა განმარტება. კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამ კანონის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განათლება – სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მოიცავს იმ ქმედებათა პროცესს, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლება არის: ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი; ბ) ზოგადი განათლება – განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადება. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს, ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის/სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგები − ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს; გ) პროფესიული განათლება – განათლება, რომელიც უზრუნველყოფს პირისთვის იმ კომპეტენციის/კომპეტენციების გამომუშავებას, რომელსაც/რომლებსაც მოითხოვს კონკრეტული პროფესია ან/და შრომის ბაზარი და რომელიც/რომლებიც მიმართულია მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის პროფესიული, სოციალური და პიროვნული განვითარებისკენ; |
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების
ხელშეწყობის შესახებ article 2 დ) უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6−მე-8 დონეების შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევას და დასტურდება კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით; ე) სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო განათლება – სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე; ვ) არაფორმალური განათლება − მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას; ზ) სკოლისგარეშე სასპორტო განათლება – სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფუძნებული განათლება, რომელსაც სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე; თ) ინკლუზიური განათლება – თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება; ი) გრანტი – გრანტის მიმღებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსი ფულადი ან ნატურალური ფორმით; |
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების
ხელშეწყობის შესახებ article 2 კ) განათლების სისტემაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაფუძნებული დაწესებულება, რომლის დებულებას ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი და რომლის ხელმძღვანელსაც შესაბამისად, ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და სპორტის მინისტრი; ლ) ქონება – საგანმანათლებლო, სახელოვნებო, სასპორტო, პროფესიული, უმაღლესი დაწესებულებებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული ქონება; მ) განათლების სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულებები – კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფუძნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ამტკიცებს წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს. ასევე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებზეც სამინისტრო ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; ნ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა. |