Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 2 ტერმინთა განმარტება. 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აეროთერმული ენერგია − ატმოსფერულ ჰაერში სითბოს სახით დაგროვებული ენერგია; ბ) ბიომასა − ბიოლოგიური წარმოშობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და ნარჩენების ბიოდეგრადირებადი ნაწილი (მათ შორის, მცენარეული და ცხოველური ნივთიერებები), ხეტყისა და სატყეო მრეწველობის ნარჩენები, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მრეწველობის, მათ შორის, თევზის მეურნეობისა და თევზგადასამუშავებელი საწარმოს, ნარჩენები, აკვაკულტურის ნარჩენი, სამრეწველო და მუნიციპალური ნარჩენების ბიოდეგრადირებადი ნაწილი; გ) ბიოსითხე − თხევადი საწვავი, რომელიც გამოიყენება ენერგეტიკული მიზნებისთვის, გარდა ტრანსპორტისა, და მოიცავს ბიომასისგან წარმოებულ ელექტროენერგიას, გათბობასა და გაგრილებას; დ) ბიოსაწვავი − ბიომასისგან წარმოებული თხევადი ან აირადი საწვავი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოიყენება; ე) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია − ენერგია, რომელიც განახლებადი წყაროებიდან მიიღება, კერძოდ, ქარის, მზისა და ოკეანის ენერგია, აეროთერმული ენერგია, გეოთერმული ენერგია, ჰიდროთერმული ენერგია, ჰიდროენერგია, ბიომასა, ნაგავსაყრელზე ორგანული მასალის დაშლის შედეგად მიღებული გაზი, წყალარინების გამწმენდ ნაგებობაში წარმოქმნილი გაზი, ბიოგაზი; |
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 2 ვ) განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულება − ეროვნული მხარდაჭერის სქემა, რომელიც ენერგიის მწარმოებლისგან მოითხოვს, რომ მან განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოცემული პროპორცია ჩართოს თავის წარმოებაში, აგრეთვე ენერგიის მიმწოდებლისგან მოითხოვს, რომ მან განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოცემული პროპორცია ჩართოს თავის მიწოდებაში, ან ენერგიის მომხმარებლისგან მოითხოვს, რომ მან განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოცემული პროპორცია ჩართოს თავის მოხმარებაში. აღნიშნული სქემა მოიცავს სქემებს, რომელთა ფარგლებშიც ასეთი მოთხოვნები შეიძლება მწვანე სერტიფიკატის გამოყენებით შესრულდეს; ზ) განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა − ათწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიცავს ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოხმარებაში, ტრანსპორტის მიერ მოხმარებაში, გათბობისა და გაგრილებისთვის მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ეროვნულ სამიზნეებს და განსაზღვრავს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ჯამურ საბოლოო მოხმარებაში სავალდებულო წილის ეროვნული სამიზნეების მიღწევის ღონისძიებების ჩამონათვალს; თ) გეოთერმული ენერგია − მყარი ნიადაგის ზედაპირის ქვეშ სითბოს სახით დაგროვებული ენერგია; |
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 2 ი) ეკონომიკური აგენტი − პირი (განურჩევლად რეზიდენტობისა, საწარმოს სამართლებრივი ფორმისა), რომელიც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სხვა გაერთიანება, რომელიც ბაზრის მონაწილეა ან/და სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს; კ) ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება − ენერგიის შემცველი საქონელი, რომელიც ენერგეტიკული მიზნებისთვის მიეწოდება მრეწველობას, ტრანსპორტს, საყოფაცხოვრებო სექტორს, მომსახურების სფეროებს, მათ შორის, საჯარო მომსახურების სფეროებს, სოფლის მეურნეობას, სატყეო მრეწველობას, თევზის მეურნეობასა და თევზგადასამუშავებელ საწარმოს, ელექტროენერგიისა და სითბოს მწარმოებელი ენერგეტიკული ობიექტების მიერ ელექტროენერგიისა და სითბოს მოხმარება, ელექტროენერგიისა და სითბოს დანაკარგები ელექტროენერგიისა და სითბოს განაწილებისა და გადაცემის დროს; |
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 2 ლ) კონკურენტული აუქციონი − ამ კანონით დადგენილ პრინციპებზე დაფუძნებული არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და კონკურენტული ვაჭრობის პროცესი, რომელშიც მნიშვნელოვანი რაოდენობის (ერთი ან რამდენიმე) ელექტროენერგიის მწარმოებელი მონაწილეობს და რომლის მხარდაჭერა შეზღუდულია აუქციონის ბიუჯეტის მოცულობით. კონკურენტული აუქციონის გამოცხადებისა და ჩატარების წესი უნდა ითვალისწინებდეს ინოვაციური ტექნოლოგიების უპირატესობას წარმოებული ენერგიის ფასთან მიმართებით. კონკურენტული აუქციონის წესი დამტკიცებამდე უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან; მ) მესამე ქვეყანა − ქვეყანა, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარე არ არის; ნ) მწვანე სერტიფიკატი − გაყიდვადი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ენერგიის მოცემული წილი ან რაოდენობა განახლებადი წყაროებიდან არის წარმოებული, და რომლით ვაჭრობაც შესაძლებელია განახლებადი ენერგიის მწარმოებლისგან დამოუკიდებლად. მწვანე სერტიფიკატის ფასი შეიძლება განისაზღვროს მინიმალური გარანტირებული ფასით; |
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 2 ო) მხარდაჭერის სქემა − ინსტრუმენტი, სქემა ან მექანიზმი, რომელსაც საქართველო იყენებს დამოუკიდებლად ან ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ ერთ ან რამდენიმე მხარესთან ერთად და რომელიც ხელს უწყობს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საქართველოში გამოყენებას მისი ღირებულების შემცირებით, გასაყიდი ფასის გაზრდით ან განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულების მეშვეობით ანდა სხვაგვარად ზრდის ამ ენერგიის შეძენილ მოცულობას. აღნიშნული სქემა აგრეთვე მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) საინვესტიციო დახმარებას, გადასახადისგან გათავისუფლებას ან მის შემცირებას, გადასახადის დაბრუნებას, განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულების მხარდაჭერის სქემებს, მათ შორის, იმ სქემებს, რომლებიც იყენებს მწვანე სერტიფიკატებსა და პირდაპირი ფასის მხარდამჭერ სქემებს, რომლებიც სპეციალურ მწვანე ტარიფსა და პრემიალურ ტარიფს მოიცავს; პ) პრემიალური ტარიფი − სატარიფო პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომელიც განახლებადი ენერგიის მწარმოებლის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას, საბითუმო ფასზე დამატებით, უზრუნველყოფს ფიქსირებული პრემიალური ანაზღაურებით. პრემიალური ტარიფი შეიძლება ცვალებადი იყოს. ცვალებადი პრემიალური ტარიფი გამოითვლება, როგორც საშუალო საბითუმო ფასსა და წინასწარ განსაზღვრულ გარანტირებულ ფასს შორის სხვაობა; |
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 2 ჟ) სტანდარტული სიდიდე − წინასწარ განსაზღვრული ფაქტორების გამოყენებით ტიპური სიდიდიდან მიღებული სიდიდე, რომელიც ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში შეიძლება ფაქტობრივი სიდიდის ნაცვლად იქნეს გამოყენებული; რ) სპეციალური მწვანე ტარიფი − სატარიფო პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომელიც განახლებადი ენერგიის მწარმოებლის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას, საბითუმო ფასის გარდა, უზრუნველყოფს ფიქსირებული ანაზღაურებით; ს) ტიპური სიდიდე − მოცემული სათბურის გაზის ემისიის სავარაუდო დანაზოგი კონკრეტული ბიოსაწვავის წარმოების მეთოდისთვის; ტ) ფასთა სხვაობის ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ხელშეკრულების მხარე ვალდებულია განახლებადი ენერგიის მწარმოებელს აუნაზღაუროს გარანტირებულ ფასსა და საბითუმო ფასს შორის სხვაობა, თუ გარანტირებული ფასი საბითუმო ფასზე მაღალია. თუ საბითუმო ფასი გარანტირებულ ფასზე მაღალია, განახლებადი ენერგიის მწარმოებელი ვალდებულია ხელშეკრულების მხარეს აუნაზღაუროს საბითუმო ფასსა და გარანტირებულ ფასს შორის სხვაობა; |
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 2 უ) ფაქტობრივი სიდიდე − კონკრეტული ბიოსაწვავის წარმოების რომელიმე ან ყველა ეტაპზე სათბურის გაზის ემისიის დანაზოგი, რომელიც გაანგარიშებულია ბიოსაწვავის, ბიოსითხეებისა და მათი წიაღისეული საწვავის კომპარატორების სათბურის გაზის გავლენის გამოთვლის წესებით დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად; ფ) ცენტრალური გათბობა ან ცენტრალური გაგრილება − სივრცის ან ტექნოლოგიური პროცესის გასათბობად ან გასაგრილებლად ორთქლის, ცხელი წყლის ან გაგრილებული სითხის სახით თერმული ენერგიის ქსელის მეშვეობით განაწილება წარმოების ცენტრალური წყაროდან სხვადასხვა შენობასა და მიწის ნაკვეთზე; ქ) წარმოშობის სერტიფიკატი − ელექტრონული დოკუმენტი, რომლის ერთადერთი ფუნქციაა, საბოლოო მომხმარებელს დაუმტკიცოს, რომ ენერგიის მოცემული წილი ან რაოდენობა განახლებადი წყაროებიდან არის წარმოებული; ღ) ჰიდროთერმული ენერგია − ზედაპირულ წყალში სითბოს სახით დაგროვებული ენერგია; |
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 2 ყ) სტატისტიკური ტრანსფერი − განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის განსაზღვრული რაოდენობის მწვანე სერტიფიკატის მეშვეობით საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების ერთი ან რამდენიმე ხელშემკვრელი მხარისთვის ანდა ენერგეტიკული გაერთიანების ერთი ან რამდენიმე ხელშემკვრელი მხარის მიერ საქართველოსთვის გადაცემა (მათ შორის, ნასყიდობა), რის შედეგადაც გადაცემული ენერგია ემატება მიმღები მხარის სავალდებულო ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებს და აკლდება გადამცემი მხარის სავალდებულო ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებს. 2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერმინებისა, აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა. |