Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 39 1. პირი, რომელსაც „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, შეთანხმებული აქვს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობები და წყალსარგებლობას ახორციელებს შეთანხმებული ტექნიკური პირობებით დადგენილი წესით, ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა არ სჭირდება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების შეთანხმების ვადის ამოწურვამდე. 2. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების შეთანხმებული ტექნიკური პირობების ცვლილების შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა აიღოს სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, ამ კანონით დადგენილი წესით. 3. პირი, რომლის საქმიანობაც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და რომელიც ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვებას ახორციელებს, ვალდებულია, შესაბამისი სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა აიღოს 2027 წლის 1 სექტემბრამდე. |