FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პენიტენციური კოდექსი

article  3

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება სივრცეში და პირთა წრის მიმართ.
1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა გამოიყენება როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ, საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესით.
3. არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნასა და არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ამ კოდექსით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.