FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

წიაღის შესახებ

article  48

3. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს, აგრეთვე იმ მიწისქვეშა ნაგებობის ლიკვიდაციის ან კონსერვაციის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან, გეოლოგიური, სამარკშეიდერო და სხვა დოკუმენტაცია უნდა წარმოებდეს სამუშაოთა დამთავრების მომენტამდე და უნდა ინახებოდეს წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში.
4. სალიკვიდაციო ან საკონსერვაციო ობიექტების მოსაზღვრე რაიონებში უნდა განხორციელდეს ღონისძიებები მომავალში სამთო სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების უზრუნველსაყოფად.
5. ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დამთავრებამდე წიაღით მოსარგებლეს ეკისრება ამ კანონით გათვალისწინებული სრული პასუხისმგებლობა.
6. ამ მუხლში აღნიშნული ობიექტების ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დამთავრების შემდეგ წიაღით მოსარგებლე ვალდებულია ამის თაობაზე ინფორმაცია დადგენილი წესით წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს (ორგანოებს). ობიექტების ლიკვიდაცია ან კონსერვაცია დამთავრებულად ითვლება ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების შემდეგ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი აქტის შედგენით, რომელიც შემდგომ დადგენილი წესით აისახება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში.
წიაღის შესახებ

article  48

სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან იმ მიწისქვეშა ნაგებობის ლიკვიდაცია და კონსერვაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან.
1. პროექტით გათვალისწინებული სისრულით საბადოს დამუშავების შემდეგ ან იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურ-ეკონომიკურ გაანგარიშებათა ან სხვა დასაბუთებათა საფუძველზე საბადოს ან მისი ნაწილის შემდგომი დამუშავება შეუძლებლად არის მიჩნეული, უნდა განხორციელდეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ლიკვიდაცია ან კონსერვაცია. ეს წესი ვრცელდება იმ მიწისქვეშა ნაგებობაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან, მისი შემდგომი ექსპლუატაციის შეუძლებლობის, აგრეთვე ლიცენზიის ვადის გასვლის ან გაუქმების შემთხვევაში.
2. საწარმოს ლიკვიდაციისას განხილული უნდა იქნეს სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების სხვა მიზნებისათვის შემდგომი გამოყენების შესაძლებლობის საკითხი. მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გვირაბები და ჭაბურღილები მოყვანილი უნდა იქნეს ისეთ მდგომარეობაში, რომ მომავალში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკოლოგიური პირობების, შენობებისა და ნაგებობების დაცვა, ხოლო საწარმოს კონსერვაციისას ისინი უნდა შენარჩუნდეს სამუშაო მდგომარეობაში კონსერვაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
წიაღის შესახებ

article  48

მუხლი 49. მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფი (სამთო მაშველი) და წიაღით მოსარგებლის ვალდებულებები ავარიის ლიკვიდაციის დროს წიაღით მოსარგებლე ვალდებულია დადგენილი წესით შექმნას კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფი (სამთო მაშველი) ან ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სპეციალიზებული სამთო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) მომსახურებით სამთო გვირაბზე ავარიის, მათ შორის, ნავთობის, გაზის ან ბუნებრივი წყალბადის ჭაბურღილზე ღია შადრევნის გაჩენის, თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისთვის.