FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

გარემოს დაცვის შესახებ

article  5

გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპები.
1. საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დროს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებით.
2. გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებია:
    ა) „რისკის შემცირების პრინციპი“ – საქმიანობის სუბიექტი თავისი საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელებისას ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად;
    ბ) „მდგრადობის პრინციპი“ – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება, როდესაც საშიშროება არ ექმნება საზოგადოების განვითარებას და უზრუნველყოფილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან;
    გ) „პრიორიტეტულობის პრინციპი“ – ქმედება, რომელმაც შეიძლება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს, შესაძლებელია შეიცვალოს სხვა, ნაკლებად რისკიანი, თუნდაც უფრო ძვირად ღირებული ქმედებით. უფრო ძვირად ღირებულ ქმედებას პრიორიტეტი ენიჭება, თუ მისი ღირებულება არ აღემატება ნაკლები ღირებულების ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ხარჯებს;
გარემოს დაცვის შესახებ

article  5

დ) „ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპი“ – საქმიანობის სუბიექტისათვის მიწის, წყლის, ტყის, ფლორისა და ფაუნის, წიაღისა და წიაღისეული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა ფასიანია;
    ე) პრინციპი „დამბინძურებელი იხდის“ − საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აანაზღაუროს მის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი;
    ვ) „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების პრინციპი“ – საქმიანობა არ უნდა იწვევდეს ბიომრავალფეროვნების შეუქცევად დეგრადაციას;
    ზ) „ნარჩენების მინიმიზაციის პრინციპი“ – საქმიანობის განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების მინიმიზაციას;
    თ) „რეციკლირების პრინციპი“ – საქმიანობის განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება ხელმეორედ გამოყენებად ან გადამუშავებად, ბიოლოგიურად დეგრადირებად ან გარემოსათვის უვნებლად დაშლად ნივთიერებებს, მასალებს და ქიმიურ ნაერთებს;
    ი) „რესტიტუციის პრინციპი“ – საქმიანობის განხორციელების შედეგად დეგრადირებული გარემო აღდგენილი უნდა იყოს პირვანდელ (რესტიტუტიო ინ ინტეგრუმ) მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სახით;
გარემოს დაცვის შესახებ

article  5

კ) „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპი“ – საქმიანობის სუბიექტი თავისი საქმიანობის პროექტირების ან დაგეგმვის დროს ვალდებულია გაითვალისწინოს და შეაფასოს ამ საქმიანობის შესაძლო ზემოქმედება გარემოზე კანონით დადგენილი წესით;
    ლ) „გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობის პრინციპი“ – უზრუნველყოფილია საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობა;
    მ) „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი“ – ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებრიობისათვის.