FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

article  10

1. საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ, თუ:
    ა) შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას;
    ბ) სხვა აქციის (რომელზედაც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში) ჩატარება დაგეგმილია იმავე ადგილზე და იმავე დროს.
2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში გამოყოფს უფლებამოსილ წარმომადგენელს და ამის შესახებ წერილობით ატყობინებს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელ პირებს.