Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 33 გადავადებული ექსტრადიცია და დროებითი გადაცემა. 1. თუ პირი, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებამდე. თუ პირს, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, წაყენებული აქვს ბრალდება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით გათავისუფლებამდე. 2. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია შეიძლება ასევე გადავადდეს ჰუმანიტარული მიზეზებით. 3. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 4. შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოსთვის დროებითი გადაცემა. დროებითი გადაცემის შესახებ შუამდგომლობა განიხილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განხილვისათვის დადგენილი წესით. დროებითი გადაცემა შეიძლება განხორციელდეს იმ პირობით, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოხდება ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოში დაბრუნება. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 33 5. საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს პირის დროებითი გადმოცემის შესახებ შუამდგომლობით. |