Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 65 მოსამართლის ან სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმის სხვა მოსამართლისათვის გადაცემა ან საქმის განმხილველი სასამართლოს ახალი შემადგენლობის განსაზღვრა. 1. საქმის განმხილველი სასამართლოს აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას. 2. თუ აცილებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მთელი შემადგენლობა, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადაეცემა შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შესვლიდან 48 საათის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს. 3. თუ აცილებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მთელი შემადგენლობა, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადაეცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შესვლიდან 48 საათის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს. |