Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 748 მაკლერისათვის გასამრჯელოს მიცემის დაუშვებლობა. 1. დაუშვებელია მაკლერისათვის გასამრჯელოს მიცემა ან ხარჯების ანაზღაურება, თუ მესამე პირთან დადებული ხელშეკრულება ეხება მაკლერის კუთვნილ საგანს; იგივე წესი გამოიყენება, როცა განსაკუთრებული გარემოებების გამო შეიძლება წარმოიშვას საფრთხე, რაც ხელს შეუშლის მაკლერს შემკვეთის ინტერესების განხორციელებაში. ეს შემთხვევებია, როცა: ა) მაკლერი ის იურიდიული პირი ან საზოგადოებაა, რომელშიც სამართლებრივად და ეკონომიკურად მონაწილეობს მესამე პირი; ბ) მესამე პირი ის იურიდიული პირი ან საზოგადოებაა, რომელშიც მაკლერი სამართლებრივად და ეკონომიკურად მონაწილეობს; გ) მაკლერი მესამე პირთან სამსახურებრივ ან შრომით ურთიერთობაშია; დ) მაკლერი მესამე პირის მეუღლეა. 2. მაკლერს აქვს გასამრჯელოს მიღების ან ხარჯების ანაზღაურების უფლება, როცა იგი შემკვეთს მესამე პირთან ხელშეკრულების დადებამდე შეატყობინებს ამ გარემოებათა შესახებ. 3. მაკლერი კარგავს გასამრჯელოს ან ხარჯების ანაზღაურების უფლებას, თუ იგი ხელშეკრულების შინაარსის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა მესამე პირის სასარგებლოდ. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული წესების საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია. II. შუამავლობა ბინის ქირავნობისას |