Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ article 15 საკუთრების უფლების დაცვა დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე. 1. სახელმწიფო აღიარებს დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დატოვებული უძრავი ქონების რესტიტუციის უფლებას, რომელიც მემკვიდრეობით გადადის. 2. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა დევნილის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება, რომლის დატოვებაც მას მოუხდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო, დაცული იქნეს ძარცვის, განადგურების, თვითნებური და სხვაგვარი უკანონო გამოყენებისა და მითვისებისაგან. 3. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ, როდესაც დევნილი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნდება, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა დევნილის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება, რომლის დატოვებაც მას მოუხდა, კანონიერ მესაკუთრესა და მფლობელს დაუბრუნდეს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება ნარჩუნდება დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევაშიც. |