FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  19

საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა. 1. საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიას სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ქმნის ცესკო. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვისთვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს არჩევნებისთვის გამოყოფილი ფინანსების ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან ხარჯვის უფლება.
2. ცესკო უფლებამოსილია განკარგულებით შექმნას ერთი საოლქო საარჩევნო კომისია ერთი მუნიციპალიტეტის საზღვრებში, ხოლო ათი საოლქო საარჩევნო კომისია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში. შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზღვრები არის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორია.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. საოლქო საარჩევნო კომისიის იმ წევრის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ცესკომ ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, არჩევნების დანიშვნის შემდეგ აირჩია, განისაზღვრება მისი დანიშვნიდან შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  19

4. საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ირჩევს ცესკო, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები. საოლქო საარჩევნო კომისიის 3 წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ირჩევს ცესკო შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე პარტიის გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.
7. პარტიას უფლება აქვს, გამოიწვიოს და დანიშნოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი მხოლოდ კენჭისყრის დღემდე 3 კვირით ადრე. პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლებელია პირის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის განხორციელება.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  19

8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ კანონის მე-20 მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული საბუთების წარდგენის ვადა ან/და წარდგენილი საბუთები არასრულია ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრა აღნიშნულ საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონის მე-20 მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  19

9. უფლებამოსილი პარტიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდება, რომ ეს პირი ცესკოსთვის მისი წარდგენის მომენტისთვის არის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრი ან/და წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით, 1-დღიან ვადას საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად.10. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირს ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულ კომისიის წევრთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია.
11. აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება, რომელშიც მდებარეობს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო ან მერია, პარტია, სასამართლო, პოლიციის დანაყოფი ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი.
12. აკრძალულია პარტიის, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსება, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიაა განთავსებული.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  19

13. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო პერიოდში უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებებით დაიქირაოს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრები (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრები არ არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები და მათზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ მოთხოვნები.
14. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე. საქართველოს 2014  წლის 7 მარტის ორგანული  კანონი №2093  - ვებგვერდი, 14.03.2014წ.