FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ნორმატიული აქტების შესახებ

article  11

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტი.
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებაში უნდა მიეთითოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული იგი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება მიიღება ამ კანონითა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
ნორმატიული აქტების შესახებ

article  11

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული არ არის საკანონმდებლო აქტით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას) და მისი მიღება გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება ძალას კარგავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამოქმედების დღიდან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ ეს დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე.
ნორმატიული აქტების შესახებ

article  11

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს მისი წარდგენიდან 3 თვის ვადაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად ითვლება. ამ შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აღარ აქვს უფლება იმავე საკითხზე მიიღოს დადგენილება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 ოქტომბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 15.10.2020 წ.