Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 140 ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმა. 1. სამინისტრო ბუნებრივი გაზის საწარმოებთან, ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული მომხმარებლების ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან და კომისიასთან კონსულტაციებით, ამ კანონის 139-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შეზღუდვის გარეშე შეიმუშავებს ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნულ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების შედეგების შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 2. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმა: ა) განსაზღვრავს კრიზისული მდგომარეობის დონეებს; ბ) განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის საწარმოებისა და ბუნებრივი გაზის ინდუსტრიული მომხმარებლების, მათ შორის, შესაბამისი ელექტროენერგიის მწარმოებლების, ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას, ბუნებრივი გაზის შეწყვეტის შედეგად მათზე განხორციელებული ზემოქმედების სხვადასხვა ხარისხის გათვალისწინებით, აგრეთვე კრიზისული მდგომარეობის თითოეულ დონეზე ზემოაღნიშნული პირების სამინისტროსთან ურთიერთობის ფორმებს; გ) განსაზღვრავს კრიზისული მდგომარეობის თითოეული დონისათვის სამინისტროსა და იმ ორგანოების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებზედაც განხორციელდა უფლებამოსილების დელეგირება; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 140 დ) უზრუნველყოფს, რომ ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და ინდუსტრიულ მომხმარებლებს კრიზისული მდგომარეობის თითოეულ დონესთან მიმართებით რეაგირების მოხდენის ჯეროვანი შესაძლებლობა ჰქონდეთ; ე) განსაზღვრავს საჭიროების შემთხვევაში იმ ღონისძიებებსა და მოქმედებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესაძლო გავლენის შერბილების მიზნით, ცენტრალური გათბობის მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე და ბუნებრივი გაზის მეშვეობით ელექტროენერგიის წარმოებაზე; ვ) განსაზღვრავს კრიზისული მდგომარეობის თითოეულ დონეზე განსახორციელებელ დეტალურ პროცედურასა და ღონისძიებებს, მათ შორის, ინფორმაციის გაცვლის შესაბამის სქემებს; ზ) განსაზღვრავს კრიზისული მდგომარეობის მმართველ პირს ან პირთა ჯგუფს და მათ როლს კრიზისის მართვის პროცესში; თ) განსაზღვრავს საბაზრო მექანიზმების როლს განსაზღვრული დონის საგანგებო მდგომარეობის მართვის პროცესში; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 140 ი) განსაზღვრავს დაგეგმილი ან საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელი არასაბაზრო მექანიზმების როლსა და მათი განხორციელების პროცედურას, აგრეთვე აფასებს კრიზისის დასაძლევად მათი გამოყენების აუცილებელ მასშტაბებსა და შესაბამის ზეგავლენას. არასაბაზრო მექანიზმების გამოყენება საგანგებო მდგომარეობის სამართავად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაზრო მექანიზმების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის მოხმარებლისთვის, მათ შორის, დაცული მომხმარებლებისთვის, მიწოდებას; კ) განსაზღვრავს ენერგეტიკული გაერთიანების სხვა მხარეებთან კრიზისული მდგომარეობის თითოეულ დონესთან დაკავშირებით თანამშრომლობის მექანიზმებს; ლ) განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის საწარმოს ანგარიშგების ვალდებულებას განგაშის გამოცხადებისა და საგანგებო მდგომარეობის ეტაპებზე; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 140 მ) განსაზღვრავს საგანგებო მდგომარეობის დროს ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი მოქმედებების ჩამონათვალს, რომელიც მოიცავს ამ მოქმედებების მონაწილე მხარეთა შორის კომერციული ხელშეკრულებების დადებას და ბუნებრივი გაზის საწარმოებისათვის კომპენსაციის გადახდას კომერციული საიდუმლოების შემცველი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მოქმედებებმა შესაძლოა ასევე მოიცვას ტრანსსასაზღვრო შეთანხმებები ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს ან/და ბუნებრივი გაზის საწარმოებს შორის. |