Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 15 ატმოსფერულ ჰაერზე ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედება. 1. ატმოსფერული ჰაერის ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით წესდება ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვაგვარი ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით. 2. ატმოსფერული ჰაერის ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” და „ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონებით. |
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 15 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე ატმოსფერული ჰაერის ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან დაცვის რეგულირება ხორციელდება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპებით, სახელმწიფო სტანდარტებით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებითა და წესებით და ამავე სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების საფუძველზე. |