FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ნავთობისა და გაზის შესახებ

article  3

კანონის მიზანი. კანონის მიზანია:
    ა) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა, აგრეთვე ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
    ბ) საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ნავთობისა და გაზის ოპერაციებში ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესების დაცვა;
    გ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების, ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა;
    დ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ნავთობისა და გაზის ან/და ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების შესახებ ხელშეკრულებების ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;
    ე) საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციების განსაზღვრა;
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  3

ვ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს შექმნა და მისი ძირითადი ფუნქციების განსაზღვრა;
    ზ) სატრანსპორტო საშუალებასთან მესამე მხარის დაშვების უზრუნველყოფა (ასეთი დაშვების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურების გამწევი მოწყობილობების ჩათვლით), გარდა ქსელისა და აღნიშნული მოწყობილობების იმ ნაწილისა, რომელიც გამოიყენება უშუალოდ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის.