FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პენიტენციური კოდექსი

article  129

სამუშაო პირობები.
1. პენიტენციური დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებული არიან ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო შრომის პირობები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის, უსაფრთხოებისა და საწარმოში სანიტარიული ნორმების დაცვის წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ზეგანაკვეთური მუშაობა, აგრეთვე უქმე დღეებში მუშაობა დასაშვებია მხოლოდ  მისი თანხმობით. ამასთანავე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა დღეში 8 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ჩარიცხვისა და ამორიცხვის საკითხებს) და მისთვის შრომის ანაზღაურების მიცემის წესს, აგრეთვე იმ სამუშაოთა ჩამონათვალს, რომელთა შესასრულებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება შესაძლებელია, განსაზღვრავს მინისტრი. შესაძლებელია ამ სამუშაოებში გათვალისწინებულ იქნეს პენიტენციური დაწესებულების მცირე სარემონტო სამუშაოები და განისაზღვროს მათი შესრულების მიღება-ჩაბარების წესი.