FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

მეწარმეთა შესახებ

article  98

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის შესაგებელი.
1. თუ პარტნიორს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალდებულებასთან დაკავშირებით კრედიტორის მოთხოვნა წარედგინება, მას შეუძლია წარადგინოს შესაგებელი. მისი წარდგენის უფლება აქვს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ან პირადად პარტნიორს კრედიტორის აღნიშნული მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.
2. პარტნიორს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას აქვს იმ გარიგების შეცილების უფლება, რომელიც საფუძვლად უდევს კრედიტორის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალდებულებას.
3. პარტნიორს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვადამოსული საპირისპირო მოთხოვნის შესრულებით (მოთხოვნათა გაქვითვა).
4. პარტნიორის ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების განსახორციელებლად კრედიტორი ვალდებულია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან ერთად მოითხოვოს აღნიშნული პარტნიორის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემა.