Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
პოლიციის შესახებ article 591 დისციპლინური სახდელის სახეები და დისციპლინური სამართალწარმოება. 1. პოლიციელს ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი. 2. დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ფულადი სარგოსა და ნამსახურები წლებისთვის გათვალისწინებული დანამატის დაკავება; ვ) ფულადი სარგოსა და ნამსახურები წლებისთვის გათვალისწინებული დანამატის 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით; ზ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; თ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ი) სამსახურიდან დათხოვნა/თანამდებობიდან გათავისუფლება. 3. პოლიციელისთვის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, მისი ჩადენის გარემოებები, აგრეთვე პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პიროვნება და მისი დამსახურება. |
პოლიციის შესახებ article 591 4. ამ კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შემთხვევაში სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია პოლიციელს ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს მოსთხოვოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)) ორგანიზატორის საბანკო ანგარიშიდან საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში მის სახელზე რეგისტრირებულ ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის 10 სამუშაო დღის ვადაში წარდგენა. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან თავად გამოითხოვოს. |
პოლიციის შესახებ article 591 5. ამ კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის „კ“, „მ“, „ჟ“ ან „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, აგრეთვე იმავე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძალადობის ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური ძალადობის ან/და სექსუალური ძალადობის ჩადენის ფაქტზე პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება სამსახურიდან დათხოვნა/თანამდებობიდან გათავისუფლება. 6. ამ კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის სახედ შენიშვნის გამოყენება დაუშვებელია. 7. დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მოხსნის უფლება აქვს მინისტრს ან მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით“ დადგენილი წესის შესაბამისად. |
პოლიციის შესახებ article 591 8. დისციპლინური გადაცდომის სხვა სახეებს, შრომის დისციპლინის დარღვევის სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოების, პოლიციელისთვის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მისი მოხსნის წესს, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომის გამოვლენისა და დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მოქმედების ვადებს ამტკიცებს მინისტრი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით“. |