FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  90

საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება.
1. ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და ამ კოდექსის აღსრულების მიზნით საქართველოს მთავრობა ახორციელებს სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, სოციალურ, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებებს, მათ შორის:
    ა) უზრუნველყოფს ბავშვის უფლებათა აღიარების, რეალიზებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებითა და განხორციელებით;
    ბ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივებს და შეიმუშავებს კანონქვემდებარე აქტებს;
    გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს ბავშვის უფლებათა განხორციელების, დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს;
    დ) იღებს ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საჭირო სხვა ზომებს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების პრინციპით, რისთვისაც ამ კოდექსის შესაბამისად ქმნის ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების ფორმალურ მექანიზმს.
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  90

3. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მათ შორის, ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში, საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით იქმნება ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო.
4. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია კოორდინაციას უწევს საქართველოს მიერ ნაკისრი ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და ამ კოდექსის აღსრულებას, შესაბამისი სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას.