FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 11

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  3710

კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია მისი ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით.
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტი გამოიყენოს:
    ა) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციისთვის; ბ)  დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას მისი რეკაპიტალიზაციისთვის.
2. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტი გამოიყენება ამ კანონის 37-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე.
3. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებისას ამ ვალდებულებების ჩამოწერა ან კონვერტაცია ხორციელდება ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კრედიტორთა შესაბამისი რიგი ვალდებულებების სრულად ჩამოწერას ან კონვერტაციას არ ექვემდებარება, მათი ჩამოწერა ან კონვერტაცია უნდა განხორციელდეს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  3710

4. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებამდე უნდა განხორციელდეს იმ ვალდებულებების ჩამოწერა ან კონვერტაცია, რომელთა სახელშეკრულებო პირობებით პირდაპირ არის გათვალისწინებული ვალდებულების ჩამოწერა ან კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში კონვერტაცია.
5. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ვალდებულებების მიმართ:
    ა) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაზღვეული დეპოზიტების მიმართ;
    ბ) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შენატანების მიმართ;
    გ) საგადასახადო და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებისადმი არსებული ვალდებულებების მიმართ;
    დ) ნებისმიერი ვალდებულების მიმართ, რომელიც კლიენტის აქტივების ფლობის შედეგად წარმოიშობა;
    ე) სანივთო უფლებით უზრუნველყოფილი ვალდებულებების (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უზრუნველყოფილი, პროგრამის კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებების) მიმართ, მათ უზრუნველსაყოფად გამოყენებული შესაბამისი აქტივების ღირებულების ფარგლებში;
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  3710

ვ) კომერციული ბანკის თანამშრომლებისადმი არსებული ვალდებულებების მიმართ, გარდა კომერციული ბანკის ადმინისტრატორების არასახელფასო ანაზღაურებისა;
    ზ) საგადახდო, საკლირინგო და ანგარიშსწორების სისტემებისადმი არსებული ვალდებულებების მიმართ − 7 დღეზე ნაკლები მოქმედების ვადით;
    თ) სხვა კომერციული ბანკებისადმი (გარდა იმავე საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკებისა) არსებული ვალდებულებების მიმართ − 7 დღეზე ნაკლები მოქმედების ვადით;
    ი) კომერციული ბანკის კრედიტორებისადმი არსებული იმ ვალდებულებების მიმართ, რომლებიც წარმოიშობა კომერციული ბანკისთვის ისეთი პროდუქტის ან მომსახურების (მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომუნალური, საიჯარო და სხვა ტექნიკური მომსახურებების) მიწოდებით, რომელსაც კომერციული ბანკის ყოველდღიური საქმიანობისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.
6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის მოქმედების ფარგლებიდან ნაწილობრივ ან სრულად გამორიცხოს სხვა ვალდებულებები, თუ, მისი შეფასებით, არსებობს ამ კანონის 37-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე პირობა.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  3710

7. დერივატივიდან წარმოშობილი ვალდებულებების ჩამოწერა ან კონვერტაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მათი ურთიერთგაქვითვის შემდეგ.
8. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კომერციული ბანკის აქციონერების ან/და საკუთრების სხვა ინსტრუმენტების მფლობელების მიმართ განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
    ა) გააუქმოს არსებული აქციები ან/და საკუთრების სხვა ინსტრუმენტები ან გადასცეს ისინი იმ კრედიტორებს, რომელთა მიმართაც გამოყენებულ იქნა ამ მუხლით გათვალისწინებული ინსტრუმენტი;
    ბ) ამ კომერციული ბანკის აქციონერების წილის მაქსიმალურად შესამცირებლად კომერციული ბანკის დადებითი სააქციო კაპიტალის შემთხვევაში განახორციელოს საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ან/და ვალდებულებების კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  3710

9. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქციების მიმართ, თუ ვალდებულებების აქციებში კონვერტაცია განხორციელდა რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე ან ამ კანონის 374 მუხლის საფუძველზე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერის ან აღნიშნული ინსტრუმენტების აქციებში კონვერტაციის შემდეგ.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  3710

10. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოსაყენებლად ეროვნული ბანკი განსაზღვრავს იმ  საზედამხედველო კაპიტალის ოდენობას, რომელიც საჭიროა ამ კომერციული ბანკის პირველადი ძირითადი კაპიტალის დადგენილი კოეფიციენტის დასაცავად, ხოლო დროებითი ბანკის შემთხვევაში − კაპიტალის დადგენილი კოეფიციენტის დასაცავად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული ფულადი სახსრების ოდენობა, საჭიროების შემთხვევაში − დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა და კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის მიმართ ნდობის აღდგენისა და კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის სალიცენზიო მოთხოვნებთან სულ მცირე მომდევნო 1 წლის განმავლობაში შესაბამისობისთვის აუცილებელი რესურსები.
11. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის ფარგლებში ეროვნული ბანკი:
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  3710

ა) ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების  რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით ნულამდე შეამცირებს აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ან/და ვალდებულებების ნომინალურ ღირებულებას, იმ ზღვრამდე, როდესაც ბანკის სააქციო კაპიტალი ნულს მიაღწევს. ვალდებულებები მაქსიმალური ოდენობით უნდა შემცირდეს;
    ბ) განახორციელებს ამ კომერციული ბანკის ვალდებულებების კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაციას ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის მისაღწევად. 12. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობა მიღწეული ვერ იქნა, რეზოლუცია შეიძლება დაფინანსდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული, სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული სხვა ფულადი სახსრებით ან/და დროებითი სახელმწიფო დაფინანსებით. რეზოლუციის დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი ფორმით:
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  3710

ა) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის ნულამდე დაყვანის მიზნით სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული სხვა ფულადი სახსრებით ანაზღაურდება ის ზარალი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული ინსტრუმენტის გამოყენებით ვერ ანაზღაურდა. თუ სარეზოლუციო ფონდში აღნიშნული ფულადი სახსრების საკმარისი ოდენობა არ არის/არ იქნება, ზარალს აანაზღაურებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, სარეზოლუციო ფონდის საშუალებით;
    ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეიძენს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციებს ან საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტებს.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  3710

13. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ და მისი შესრულება სავალდებულოა კომერციული ბანკისთვის, დროებითი ბანკისთვის და კომერციული ბანკისა და დროებითი ბანკის აქციონერებისა და კრედიტორებისთვის. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ჩამოწერილი ვალდებულება ან ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ჯერ არ დარიცხულა,  უნდა  გაუქმდეს და აღარ უნდა აღდგეს. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულების ნაწილობრივ ჩამოწერის შემთხვევაში ის ხელშეკრულება, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ვალდებულებას,  აგრძელებს მოქმედებას დარჩენილ ნაწილში. აღნიშნული ხელშეკრულების ნაწილი ექვემდებარება ცვლილებას ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  3710

14. თუ კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის ან ბენეფიციარი მესაკუთრის პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა კომერციული ბანკის კაპიტალში 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ეროვნული ბანკი ამ კანონის 8-1 მუხლით დადგენილი წესით მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ განაცხადს განიხილავს დაჩქარებულად.
15. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს სამოქმედო გეგმის შედგენა და განხორციელება, რომელიც მოიცავს კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გრძელვადიან პერიოდში გაუმჯობესების ღონისძიებებს. აღნიშნული გეგმა უნდა  შეთანხმდეს ეროვნულ ბანკთან. კომერციული ბანკი ვალდებულია რეგულარულად აწარმოოს შესაბამისი ანგარიშგება ეროვნულ ბანკთან სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ.