Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ article 11 1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია გამოიყენოს წითელი ჯვრის ემბლემა სახელწოდებასთან და ინიციალებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტის დროს და ბუნებრივი კატასტროფის ზონაში, თავისი პერსონალის, დანაყოფისა და სატრანსპორტო საშუალების აღსანიშნავად ჟენევის კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მე-20 საერთაშორისო კონფერენციის მიერ მიღებული რეგულაციის (შემდგომ − რეგულაცია) შესაბამისად. ამ შემთხვევაში ემბლემა მცირე ზომის უნდა იყოს. 2. სხვა სახელმწიფოს წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ეროვნული საზოგადოება უფლებამოსილია, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შუამდგომლობითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიყენოს ემბლემა განმასხვავებელი ფუნქციით ან საკუთარი ლოგო ამ კანონით განსაზღვრული პირობების დაცვით. |