Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 42 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობა. 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი: ა) აწესრიგებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კომპეტენციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის აღსასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მოსამსახურეს, განსაზღვრავს მის უფლებამოსილებებს; დ) მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით წარუდგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურებს; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსამსახურეს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს წინადადებას მოსამსახურის დაჯილდოების შესახებ; ზ) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 42 თ) წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; ი) (ამოღებულია - 22.12.2018, №4067); კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2 -1. მინისტრი ამტკიცებს მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს. 22. მინისტრი ამ კანონის აღსასრულებლად გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებები განისაზღვრება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. |