FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  15

კოლხეთის ეროვნული პარკის აღდგენის ზონა.
1. კოლხეთის ეროვნული პარკის აღდგენის ზონა (შემდგომ ამ მუხლში − აღდგენის ზონა ) „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა ანთროპოგენური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა - აღდგენისათვის .
2. აღდგენის ზონაში დაშვებულია მხოლოდ :
    ა ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევები ;
    ბ ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება ;
    გ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
    დ ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება ;
    ე ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება ;
    ვ ) აღდგენის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (აღდგენის ზონის ფიზიკური დაცვა );
    ზ ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება .
3. აღდგენის ზონის მდებარეობა , ფართობი და საზღვრები „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით .