Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1512 საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის მიწისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა. 1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის მიწისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით. 1. უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი სამართალდამრღვევის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის ან სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს. 2. დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის ან სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით მისთვის მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1512 3. ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ კოდექსის მიზნებისათვის ტერმინებს „მწვანე ნარგავები“ და „გადაბელვა“ აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით – „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“ – განსაზღვრული მნიშვნელობები. |