FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  58

საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა.
1. ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად.
3. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება:
    ა) ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება;
    ბ) უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე;
    გ) თუ ნაწარმოები, მომიჯნავე უფლების ობიექტი ან მონაცემთა ბაზა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა (საჯარო გაცნობის, მათი ჩანაწერის ასლების გავრცელების, გაქირავების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით), როდესაც აღნიშნულის განმახორციელებელმა პირმა იცოდა ან სათანადო საფუძველი ჰქონდა სცოდნოდა, რომ უფლების მართვის ინფორმაცია შეცვლილი ან წაშლილი იქნა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე;
    დ) ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლა;
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  58

ე) ნებისმიერი ისეთი ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის წარმოება, იმპორტი, გავრცელება, გაყიდვა, გაქირავება ან რეკლამირება: ე.ა) რომლის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ემსახურება ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლას; ე.ბ) რომელსაც აქვს შეზღუდული კომერციული მნიშვნელობა და ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლის გარდა შესაძლებელია მისი სხვა მიზნით გამოყენება; ე.გ) რომელიც თავიდანვე შექმნილია, განკუთვნილია, წარმოებულია ან გადაკეთებულია იმისთვის, რომ შესაძლებელი გახადოს ან ხელი შეუწყოს ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლას;
    ვ) ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის გამოყენებით ტექნოლოგიური საშუალებების ნეიტრალიზაციის მიზნით მომსახურების შეთავაზება და გაწევა.