FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  17

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომ − სწავლების ცენტრი) არის საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე სწავლების ცენტრის დებულებით.
2. სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ცესკო.
3. სწავლების ცენტრის ფუნქციებია:
    ა) საარჩევნო რეფორმების ხელშეწყობა;
    ბ) კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო სისტემების სრულყოფის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
    გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა და დაინტერესებულ პირთა სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით;
    დ) (ამოღებულია - 02.07.2020, №6723);
    ე) ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარება; ე-1) ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების ჩატარება;
    ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგის განხორციელება.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  17

4.  სწავლების ცენტრის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცესკოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის ორგანული კანონი №406 – ვებგვერდი, 03.04.2025წ.