Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 30 თარჯიმნისა და სხვა მომსახურება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში. 1. არასრულწლოვანი უფასოდ სარგებლობს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა ანდა მას არ შეუძლია ილაპარაკოს ამ ენაზე, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ შემთხვევაში თარჯიმანი ნებისმიერ საპროცესო მოქმედებას ესწრება. 2. არასრულწლოვანს უფლება აქვს, სასამართლო სხდომამდე ან საპროცესო მოქმედებამდე შეხვდეს თარჯიმანს, რათა დადგინდეს, ესმით თუ არა მათ ერთმანეთის. 3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი უფასოდ სარგებლობს აგრეთვე ყველა იმ მომსახურებით, რომლებიც მას საქმის გასაცნობად და სამართალწარმოებაში მონაწილეობისათვის ესაჭიროება. |