Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი article 75 ა) „ბ“ ქვეპუნქტით ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორის საქმიანობა აღიარების გარეშე არ გამოიწვევს ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მის დაჯარიმებას 2020 წლის 1 იანვრამდე; ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორის საქმიანობა აღიარების გარეშე არ გამოიწვევს ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მის დაჯარიმებას 2019 წლის 1 იანვრამდე. 7. ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა არ გამოიწვევს ამ კოდექსის 74-1 მუხლის თანახმად დაჯარიმებას 2014 წლის 1 აგვისტომდე. 8. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საკვებდანამატების გამოყენების წესებისა და ნორმების მარეგულირებელი საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების ევროკავშირის (EC) No 1333/2008 რეგულაციასთან შესაბამისობა. 9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2022 წლის 1 ივნისამდე განსაზღვროს ეროვნული რეფერენსლაბორატორიების შერჩევის კრიტერიუმები. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი article 75 გარდამავალი დებულებანი. 1. საქართველოს მთავრობამ ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა. 2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ. 3. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს მთავრობამ მიიღოს: ა) „ბიოწარმოების შესახებ“ დადგენილება; 3 -2. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესის თაობაზე, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტთან და მეორეულ პროდუქტთან, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის; ბ) იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესის თაობაზე, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან. 33. საქართველოს მთავრობამ: ა) 2022 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს: ა.ა) სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესი; |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი article 75 ა.ბ) სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესი; ბ) 2023 წლის 1 სექტემბრამდე განსაზღვროს: ბ.ა) ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციები; ბ.ბ) ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესი და პირობები. 4. ინსპექტირების დროს მიკვლევადობის და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის ამ კოდექსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი გასცემს მხოლოდ რეკომენდაციებს მისი გამოსწორებისათვის. აღნიშნული შეუსაბამობის აღმოჩენა არ იწვევს ამ კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად დაჯარიმებას 2015 წლის 1 იანვრამდე. 5. ამ კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა არ გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2015 წლის 1 იანვრამდე, გარდა იმ პირისა, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას. 6. ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის: |