Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 48 გადამცემი სისტემის მესაკუთრის დამოუკიდებლობა. 1. თუ ავტორიზებულია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად,გადამცემი სისტემის მესაკუთრე, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც გადაცემას, განაწილებას ან შენახვას არ უკავშირდება. 2. გადამცემი სისტემის მესაკუთრის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია დაკმაყოფილდეს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები: ა) გადამცემი სისტემის მესაკუთრის მართვისთვის პასუხისმგებელი პირების იმ ინტეგრირებული საწარმოს კორპორაციულ სტრუქტურებში მონაწილეობის დაუშვებლობა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელია წარმოების, განაწილების, მიწოდების ან/და ვაჭრობის ყოველდღიური საქმიანობისთვის; ბ) სათანადო ზომების მიღება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გადამცემი სისტემის მესაკუთრის მართვისთვის პასუხისმგებელი პირების პროფესიული ინტერესების გათვალისწინება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი შესაძლებლობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 48 გ) გადამცემი სისტემის მესაკუთრის მიერ შესაბამისობის პროგრამის შექმნა, რომელიც განსაზღვრავს დისკრიმინაციული ქმედების თავიდან ასაცილებლად მისაღებ ზომებს და უზრუნველყოფს მათი მიღების სათანადო კონტროლს. ამ მიზნით აღნიშნული შესაბამისობის პროგრამა უნდა განსაზღვრავდეს დასაქმებულთა სპეციალურ ვალდებულებებს. შესაბამისობის პროგრამაზე ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელი პირი ან ორგანო ამზადებს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ წლიურ ანგარიშს და მას კომისიას წარუდგენს. წლიური ანგარიში ქვეყნდება საჯაროდ. |