Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 139 ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზომები. 1. სამინისტრო კომისიასთან და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით, ამ კანონის 132-ე მუხლის შესაბამისად შეიმუშავებს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ნორმებს და ამ კანონის 143-ე მუხლის შესაბამისად ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობას. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ნორმები სხვა საკითხებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს: ა) დაცული მომხმარებლების იდენტიფიკაციას; ბ) ბუნებრივი გაზის საწარმოს მიერ გამოყენებულ ინსტრუმენტებსა და განხორციელებულ ღონისძიებებს დაცული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად სულ მცირე შემდეგ შემთხვევებში: ბ.ა) 7-დღიან პიკურ პერიოდში არსებული უკიდურესი ტემპერატურის შემთხვევაში, რომელიც, სტატისტიკური ალბათობის მიხედვით, ყოველ 20 წელიწადში ერთხელ ვლინდება; ბ.ბ) არანაკლებ 30-დღიან პერიოდში ბუნებრივ გაზზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, რომელიც, სტატისტიკური ალბათობის მიხედვით, ყოველ 20 წელიწადში ერთხელ ვლინდება; ბ.გ) ზამთრის ჩვეულებრივ პირობებში არანაკლებ 30-დღიანი პერიოდის განმავლობაში გაზის ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის საწარმოების იდენტიფიკაციას; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 139 დ) ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რისკის მატარებელი სხვადასხვა ჯგუფის იდენტიფიკაციას (რისკის შეფასებას); ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოვლენილი რისკების შემცირების ღონისძიებებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების სავარაუდო სცენარების მოდელირებას, ბუნებრივ გაზზე განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნისას, ძირითადი ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების საშუალების/წყაროს გაუქმების შემთხვევებისთვის; ვ) ბუნებრივი გაზის საწარმოს მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების შესახებ შემუშავებული ანგარიშის შინაარსს; ზ) ბუნებრივი გაზის საწარმოებისთვის და სხვა შესაბამისი ორგანოებისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს, ბუნებრივი გაზის სისტემის უსაფრთხო ოპერირებასთან დაკავშირებული ვალდებულებების ჩათვლით. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 139 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე მიღებული ყველა ზომა უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებულ კონკურენციას და ფასებთან დაკავშირებულ სიგნალებს არ უნდა ზღუდავდეს იმაზე მეტად, ვიდრე აუცილებელია. ამასთანავე, აღნიშნული ზომები ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებს, მათ შორის, ახალ მონაწილეებსა და მცირე საბაზრო წილის მქონე საწარმოებს, არაგონივრულ ტვირთს არ უნდა აკისრებდეს. ასეთი ზომების მიღება უნდა დასაბუთდეს საბოლოო მომხმარებლებზე მათი ეკონომიკური და სოციალური ზეგავლენისა და ბუნებრივი გაზის ფასზე მათი შესაძლო ზემოქმედების გათვალისწინებით. 3. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც ვრცელდება ბუნებრივი გაზის მოწყობილობებსა და მათთან დაკავშირებულ დანადგარებზე, აგრეთვე ასეთი მოწყობილობა-დანადგარების ტექნიკური შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ტექნიკური წესებით. |